Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მამუკა ხერხეულიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1982 წელს. 1983-1993წწ. მუშაობდა საქტელერადიო კომიტეტის საინფორმაციო სამსახურის კორესპონდენტად. მისი პუბლიკაციები პერიოდულად იბეჭდებოდა პრესაში. ასევე მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში ლექსიკოლოგიის განყოფილებაში. 1993 წელს იბრძოდა აფხაზეთის ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. 2002 წლიდან კომპანია "დავით სარაჯიშვილი და ენისელის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ხოლო 2003 წლიდან კი ამავე კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი. "ვარდების რევოლუციის" დროს იყო "დაუმორჩილებლობის კომიტეტის" წევრი. დაარსების დღიდან თანამშრომლობს გაზეთ "24 საათთან". 2010–2011 წლებში მამუკა ხერხეულიძე იყო ლიტერატურული კონკურსის "გალას" ჟიურის წევრი. Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |