The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიზო ნიშნიანიძე

გიზო ნიშნიანიძე
Legal name:გაიოზ ნიშნიანიძე
Date of birth:13 February, 1928
Date of death:19 September, 2011  (at 83 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Lawyer, Writer, Poet, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტი 1950 წელს.

მუშაობდა ჟურნალ-გაზეთების - "ახალგაზრდა კომუნისტის", "თბილისის", "კომუნისტის", "ნიანგის" რედაქციებში, საქტელერადიოკომიტეტში, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. გ. ნიშნიანიძეს ეკუთვნის წიგნები: "სიცილის არქივიდან" (რევოლუციამდელი საქართველოს სატირულ-იუმორისტული პრესის ისტორია. 1881-1921), "საქართველოს პრესა და რადიომაუწყებლობა დიდ სამამულო ომში", "გენერალის სიტყვა და ყოჩაღი ჯარისკაცი... სიცილი", სატირულ-იუმორისტული პრესის მოთხრობების კრებული "სიცილ-სიცილში", ავტობიოგრაფიული მხატვრულ-დოკუმენტური წიგნი "გიზო ნიშნიანიძე", შეადგინა კრებული "დავით სარაჯიშვილი" და სხვა. თბილისს, კერძოდ მის ერთ-ერთ უბანს ეძღვნება პოემა "პაემანი ვერაზე". პოემის მხატვრული კომპოზიცია დაიდგა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, გამოვიდა ორ გიგანტ-ფირფიტად. 2010 წლის 4 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზის წინ გ. ნიშნიანიძის ვარსკვლავი გაიხსნა.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 245; /sarkenews.ge

Member of Organizations

  • დავით სარაჯიშვილი და საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი (1998-2011)

Awards and Honors

  • 2003 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილის, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის, თბილისის სახელოვანი ტრადიციების აღორძინებისა და პოპულარიზაციისათვის

Bibliography


Share: