Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ასათიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბაკურციხე, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია 1874 წელს. მუშაობდა მასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. დიდი მონაწილეობა მიიღო ქართველ ხალხოსანთა ჟურნალ "იმედის" დაარსებაში და მისი პირველი რედაქტორიც უნდა ყოფილიყო, ტრაგიკულად რომ არ დაღუპულუყო. 1881 წლიდან ასათიანის თხზულებები იბეჭდებოდა ჟურნალ "იმედში". მის ლექსებში, მოთხრობებსა და საჟურნალო ფელეტონებში ასახულია ხალხოსანი ახალგაზრდობის მისწრაფებანი და იდეალები, დაბალი სოციალური ფენების უუფლებობა, აგრეთვე ქართველი ინტელიგენციის მისწრაფება ეროვნული ძალების კონსოლიდაციისაკენ ("შიკრიკი", "მტკვრის ბაასი რიონთან", და სხვა). ავტორია ავტობიოგრაფიული მოთხრობისა "მე და ონისიმე". ცნობილი ფსიქიატრის - მიხეილ ასათიანის მამა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.213 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |