Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვარლამ ხუროძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მათხოჯი, ხონის რაიონი. დაამთვრა ხონის საოსტატო სემინარია 1904 წელს და მასწავლებლად დანიშნეს სოფელ მრევში; ერთი წლის შემდეგ გადაიყვანეს ლანჩხუთში; ლანჩხუთში იგი ჩაება პოლიტიკურ მუშაობაში; 1907-1910წწ. სწავლობდა სოფელ შუქრეთის შავი ქვის მრეწველთა სკოლაში; 1901 წელს სწავლა გააგრძელა მოსკოვის მანიავსკის უნივერსიტეტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკუტეტზე, რომლის კურსი დაასრულა 1913 წელს; ამ პერიდში აგრძელებდა რევოლუციურ მუშაობას; 1913 წელს დააპატიმრეს და ქალაქ ასტრახანში გააგზავნეს; გადასახლებიდან გამოიქცა და ქუთისში განაგრძო არალეგალურ მუშაობა; 1914 წლის შემოდგომაზე დააპატიმრეს და კვლავ ასტრახანში გადაასახლეს, სადაც 1917 წლამდე იმყოფებოდა; 1917 წლის სექტემბერში მუშაობა დაიწყო ხონის საოსტატო სემინარიაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად; 1924 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა თბილისში და 1927 წლამდე ყოფილ მე-14 შრომის სკოლაში მასწავლებლობდა; 1927 წლიდან თბილისის განათლების განყოფილებასთან არსებული ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის ხელმძღვანელი და მეთოდისტი იყო. კითხულობდა ლექციებს ქართული ენის მეთოდიკასა და ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში; პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1903 წელს, პირველი მოთხრობა "დედის მსხვერპლი" 1904 წელს. მისი მოთხრობები, პიესები, რომანები, ლექსები, პედაგოგიური და კრიტიკული-პუბლიცისტური წერილები 1910-იანი წლებიდან სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. იყო ე. წ. დემოკრატიული მწერლობის მიმდევარი. მის რომანებში "შოთა ბროლიძე"(1911), "სამნი" (1926), "დათოვლილი გვიტგვინი", მოთხრობებში "ორი საფლავი" (1905), "კეკელოს თავგადასავალი", "ობლები" (1912) და სხვ. წარმოსახულია რევოლუციამდელი გლეხობის გაჭირვებული ცხოვრება, რევოლუციური-განმათავისუფლებელი ბრძოლა, დახატულია თავდადებულ რევოლუციონერთა სახეები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11. - თბ., 1987. -გვ. 518; განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |