შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფარნა-ბექა ჭილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. უნიე, თურქეთი. წლების განმავლობაში ენციკლოპედიურ გამოცემებში მუშაობდა. თარგმნილი აქვს ლექსები, ნოველები და ისტორიული თხზულებები. 2007 წლიდან თურქეთში მისივე დაარსებული თურქულ-ქართული ჟურნალ "ფიროსმანის" მთავარი რედაქტორი იყო. 2004 წელს გამოიცა მისი პოეტური კრებული "აპრილის ლექსები", მოთხრობების კრებული "დამტოვე შორს" და კრებული "უსიყვარულოდ ბედნიერება არ არსებობს", რომელიც დღიურების სახითაა დაწერილი. ფარნა-ბექა ჩილაშვილი, როგორც მწერალი, ქართველმა საზოგადოებამ 2006 წელს გაიცნო, როცა გამოიცა მისი კრებული "სასაზღვრო პოეზია", სადაც თურქულიდან თარგმნილ მოთხრობებთან ერთად, ავტორის მიერ ქართულ ენაზე დაწერილი ლექსებიც შედიოდა. იგი არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მათ შორისაა "ქართველების ისტორია" (1993). 2007 წელს სტამბოლში გამოიცა მისი მოთხრობების ახალი კრებული "უჩინმაჩინი". განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო პერიოდში ქართულად დაწერილი ლექსები. თურქეთში მცხოვრები მუჰაჯირების შთამომავალი ქართველი მწერალია, რომელიც ამჟამად სტამბულში ცხოვრობს და, მწერლობასთან ერთად, ჟურნალისტურ მოღვაწეობას ეწევა. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |