The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი ორბელიანი

Legal name:დემეტრე ორბელიანი
Date of birth:168?
Date of death:6 February, 1739
Burial location:მოსკოვი
Category:Poet

Biography

დაბადების ადგილი:  ახლანდელი ბოლნისის რაიონი, სოფელი ტანძია.

ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი დაიბადა გავლენიანი ფეოდალის ვახტანგ ყაფლანის ძე ორბელიანის ოჯახში. სულხან–საბა ორბელიანის ძმა. ქართლის სამეფოს სახლთუხუცესი. ვახტანგ VI-ის თანამდგომი, 1724 მას გაჰყვა რუსეთში. ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ, 1739-წელს, როგორც ქართველ ჰუსართა ასეულში პროპორშჩიკის ჩინოსანს, მამული უბოძეს უკრაინაში, ლუბნის ოლქში. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო რუსეთში. აღსანიშნავია მისი ლექსნარევი პროზაული თხზულება "ცოლთან მიწერილი ალერსი გაყრისათვის", სადაც ავტორი აღწერს მტანჯველ სევდას სამშობლო ქვეყნისა და მუეღლესთან განშორების გამო. სულხან-საბა ორბელიანისადმი მიძღვნილ ლექსებში ავტორი აღნიშნავს  ძმის დამსახურებას სამშობლოს წინაშე, ხოტბაშესხმული აქვს მისი ლექსიკოგრაფიული ღვაწლი. მას გაულექსავს  სახარების ეპიზოდები, და დაუმუშავებია "ანბანთქებანის'' ახალი ნუმუშები და სხვა.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.253

Member of Organizations

  • ქართველ ჰუსართა ასეული , პროპორშჩიკის ჩინი (1739-)

Bibliography


Share: