The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ციციშვილი

გიორგი ციციშვილი
Date of birth:23 November, 1922
Date of death:29 October, 2005  (at 82 years)
Burial location:თბილისი
Category:Scientist, Writer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

1953 წლიდან იყო  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, სწავლული მდივანი, დირექტორის მოადგილე, განყოფილების ხელმძღვანელი, 1985 წლიდან დირექტორი. 1967-1977წწ. რედაქტორობდა ჟურნალ "ლიტერატურნაია გრუზიას". პირველი სამეცნიერო კრიტიკული წერილები გამოაქვეყნა 1950 წელს. 1958 წელს მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში შეიქმნა ლიტერატურულ ურთიერთობათა განყოფილება. 1988-2002წწ. იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენისა და ლიტერატურის განყოფილებას. გ. ციციშვილს ეკუთვნის ფუნდამენტური გამოკვლევები ლიტერატურის თეორიისა და ისტორიის, თეატრალური კრიტიკისა და ისტორიის, ლიტერატურულ ურთიერთობათა საკითხებზე. კითხულობდა სპეცკურსებს ქართული ლიტერატურის ისტორიის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, საფრანგეთის, იაპონიის, ჩეხეთის, რუმინეთის და ბულგარეთის უნივერსიტეტებში. იგი არის ავტორი 125-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 23 ცალკე წიგნადაა გამოცემული. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1953 წელს, ხოლო სადოქტორო 1968 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებეთა ეროვნული აკადემია: science.org.geწიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.44;  ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 126-127

Member of Organizations

  • კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო საბჭო, წევრი
  • მეცნიერებათა აკადემიის ენისა და ლიტერატურის განყოფილება , აკადემიკოს-მდივანი
  • საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმი , წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია , აკადემიკოსი (1986-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია , წევრ-კორესპონდენტი (1979-)
  • საქართველოს საქართველოს მწერალთა კავშირი, გამგეობის მდივანი (1977-1985)
  • საქართველოს საქართველოს მწერალთა კავშირი, თავმჯდომარე (1986-)

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

Bibliography


Share: