Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იროდიონ სონღულაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დიღომი. დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის (ოდესა) ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ბუნებისმეტყველების განყოფილება (ტექნიკური ქიმიის სპეციალობით). ის იყო ექვთიმე თაყაიშვილის მოწაფე და თანამებრძოლი. 1909 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში, 1910 წელს გახდა საზოგადოების საბჭოს წევრი და საზოგადოების მდივანი. 1917 წელს სონღულაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში იღებდა მონაწილეობას და არჩეულ იქნა პარტიის პრეზიდიუმში. 1929 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საისტორიო და საეთნოგრაფიო განყოფილების გამგედ, 1931-1934წწ. იყო ძველი ქართული ხელოვნების და ისტორიის განყოფილების გამგის თანაშემწე, 1934-1953წწ. - ხელოვნების მუზეუმის ("მეტეხი") მცირე ხელოვნების განყოფილების გამგე. 1953 წელს დაინიშნა საქართველოს ხელოვნების მუზეუმის სეიფის გამგედ. მისი შრომები, რომელთა მხოლოდ ნაწილია გამოქვეყნებული, ეხება უმეტესად ქართული მცირე და დეკორატიული ხელოვნების ნიმუშებს (კერძოდ, ტიხრული მინანქარი), ეთნოგრაფიის საკითხებს. სონღულაშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა მისი ისტორიული რომანი "მირანდუხტ იადხმობილი". წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 9.-თბ., 1985.-გვ.474; goodreads.com Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |