Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ასათიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: უზბეკეთი, ქ. ფერღანა. დაამთავრა პერუჯის (იტალია) სამეფო უმაღლესი ექსპერიმენტული აგროქიმიის ინსტიტუტი 1923 წელს. 1923-1926წწ. მუშაობდა პარიზის, სტრასბურგის, შარლოტენბურგის უნივერსიტეტებში. 1926 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ორგანული და ფიზიოლოგიური ქიმიის კათედრაზეა. 1948 წლიდან თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ორგანული და სასამართლო ქიმიის კათედრის გამგეა, 1931-1933წწ. ანასეულის ჩაის მეურნეობის სრულიად საკავშირო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დაარსების ერთ-ერთი ორგანიზატორი და დირექტორის მოადგილე, 1933-1939წწ. ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 1964 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიურის ინსტიტუტის დირექტორი. მთის კლიმატის ბიოქიმიის, ბიოლოგიურად აქტიურ ბუნებრივ ნივთიერებათა ქიმიისა და ბიოქიმიის ფარმაკოლოგიური ფუძემდებელია საქართველოში; ბიოქიმიკოსი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ.1.-თბ., 1975.-გვ.621 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |