The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ ასათიანი

ვლადიმერ ასათიანი
Date of birth:23 September, 1901
Date of death:9 March, 1972  (at 70 years)
Category:Biologist, Scientist, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: უზბეკეთი,  ქ. ფერღანა.

დაამთავრა პერუჯის (იტალია) სამეფო უმაღლესი ექსპერიმენტული აგროქიმიის ინსტიტუტი 1923 წელს.

1923-1926წწ. მუშაობდა პარიზის, სტრასბურგის, შარლოტენბურგის უნივერსიტეტებში. 1926 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ორგანული და ფიზიოლოგიური ქიმიის კათედრაზეა. 1948 წლიდან თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ორგანული და სასამართლო ქიმიის კათედრის გამგეა, 1931-1933წწ. ანასეულის ჩაის მეურნეობის სრულიად საკავშირო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დაარსების ერთ-ერთი ორგანიზატორი და დირექტორის მოადგილე, 1933-1939წწ. ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 1964 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიურის ინსტიტუტის დირექტორი. მთის კლიმატის ბიოქიმიის, ბიოლოგიურად აქტიურ ბუნებრივ ნივთიერებათა ქიმიისა და ბიოქიმიის ფარმაკოლოგიური ფუძემდებელია საქართველოში; ბიოქიმიკოსი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ.1.-თბ., 1975.-გვ.621

Member of Organizations

  • დიდი სამედიცინო ენციკლოპედია, მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1960-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიის საზოგადოება, დამაარსებელი და თავმჯდომარე
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი

Awards and Honors

  • 1971 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია
  • 1970 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1955 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

Bibliography


Share: