Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ბარამიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჯუნჯუათი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილება 1925 წელს. 1962-1970წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე, 1966 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი. მეცნიერული მოღვაწეობა დაიწყო 1925 წლიდან. მისი კვლევის ობიექტი იყო უპირატესად XI-XVIII საუკუნეების ქართული საერო მწერლობა. მნიშვნელოვანი გამოკვლევები მიუძღვნა შოთა რუსთაველს, ჩახრუხაძეს, შავთელს, თეიმურაზ I-ს, სულხან-საბა ორბელიანს, დავით გურამიშვილს, ბესიკსა და სხვებს. ერთ-ერთმა პირველმა გაარკვია "ამირანდარეჯანიანის" ორიგინალურობის საკითხი, "რუსუდანიანის" ლიტერატურული წყაროები. იკვლევდა ქართულ-სპარსულ ლიტერატურულ ურთიერთობებს. წვლილი მიუძღვის "ვისრამიანის" ქართული თარგმანისა და "შაშ–ნამეს" ქართული ვერსიების თავისებურებათა გარკვევაში. დაწერილი აქვს ფუნდამენტური ნაშრომი "ქილილა და დამანას" ქართული ვერსიების შესახებ. მონოგრაფიული სისრულით გამოირჩევა მისი ნაშრომი "შოთა რუსთაველი და მისი პოემა" (1966). აკადემიკოს კ. კეკელიძესთან ერთად ავტორია ძველი ქართული მწერლობის ისტორიის სრული კურსისა. წყარო: საქართველო : ენციკლოპედია: ტ. 1.-თბ., 1997.-გვ. 356 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |