The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქარდუხი ქარდა

ქარდუხი ქარდა
Legal name:ფრიდონ ქარდავა
Date of birth:11 March, 1974  (51 years)
Category:Translator, Writer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორიის ფაკულტეტი 1996 წელს.

1992-1993წწ. მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში, აფხაზეთში. 1993 წლიდან ცხოვრობს ბათუმში, მუშაობს არქივში. 1994 წლიდან იწყება მისი მოთხრობებისა და თარგმანების გამოქვეყნება ჟურნალ-გაზეთებში. მისი პირველი ნოველა გამოქვეყნდა გაზეთ "აჭარაში" 1994 წელს; ამავე პერიოდიდან აქვეყნებს ამერიკული პოეზიის თარგმანებს; 2005 წელს გამოიცა ედგარ ლი მასტერსის პოემის "სფუნ რივერის ანთოლოგიის" მისეული თარგმანი წიგნად. 2011 წელს მისი რომანი "ძაფზე მოფარფატე სული" დიბეჭდა ჟურნალში "ჩვენი მწერლობა". მონაწილეობდა გამომცემლობა "ინტელექტის" პროექტში "ერთი შედევრის ყველა ქართული თარგმანი" (უოლტ უიტმენი, რადიარდ კიპლინგი). 2014 წელს გამომცემლობა "საუნჯემ" გამოსცა მისი რომანი "ძაფზე მოფარფატე სული". 2015 წელს კი გამოვიდა მისი მოთხრობების კრებული − "ბატიბუტის ჩურჩხელა".

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.314

Bibliography


Share: