Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ბახუტაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს. 1957 წლიდან დაიწყო მისი პროფესიული მოღვაწეობა პრაქტიკოსი ექიმ-ინფექციონისტის თანამდებობაზე; 1966 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტში ჩამოაყალიბა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების განყოფილება, რომელსაც 1972 წლემდე ხელმძღვანელობდა; 1978 წლიდან მუშაობდა ჯერ ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტში ბიოტექნოლოგიის განყოფილების გამგედ, ხოლო 1980 წლიდან ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. ვ. ბახუტაშვილის სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერესების სფერო მრავალმხრივი იყო, მოიცავდა შერეული ინფექციებისა და დიზენტერიის პათოგენეზის, ვირუსულ ინფექციათა გავრცელების, გნოტობიოლოგიის, ორგანოსა და ქსოვილის კულტურების გამოყენების ტრანსპლანტაციური იმუნიტეტის შესწავლას და სხვას. სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა აპოპტოზისა და ღეროვანი უჯრედების პრობლემებზე. მიღებული აქვს აკადემიკოს ნ. ვავილოვის სახელობის ორდენი; იგი სამასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, რამოდენიმე სახის მედიკამენტის, მათ შორის საყოველთაოდ ცნობილი პლაფერონის ავტორია. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტოქსოპლაზმოზი", დაიცვა 1962 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "შიგელების უჯრედშიდა პარაზიტირების მნიშვნელობა და ვირუსული ინფექციების როლი დიზენტერიის პათოგენეზში", დაიცვა 1968 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.34; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.63 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |