Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე ბერიტაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ვეჯინი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი 1910 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი დატოვეს კათედრაზე და მიავლინეს ქ. ყაზანში სიმიანი გალვანომეტრით ბიოდენების აღრიცხვის მეთოდიკის ასათვისებლად, ხოლო 1914 წელს ქალაქ უტრეხტში (ჰოლანდია) თბილსისხლიან ცხოველებზე მუშაობის მეთოდების შესასწავლად. 1915 წელს გადადის ოდესის უნივერსიტეტში, სადაც პრივატ-დოცენტის წოდებით იწყებს კუნთოვანი და ნერვული სისტემის ფიზიოლოგიის სპეციალური კურსის კითხვას. 1919 წელს მიიწვიეს თბილისის ახლად დაარსებულ უნივერსიტეტში და აირჩიეს პროფესორად ფიზიოლოგიაში. 1960 წლამდე იგი განაგებდა თბილისის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის კათედრას, მაგრამ სიცოცხლის დასასრულამდე აგრძელებდა მისი კოლექტივის მეცნიერულ ხელმძღვანელობას. 1934-1951წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, მაგრამ ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით მუშაობას სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. იყო ფიზიოლოგიური სკოლის ფუძემდებელი საქართველოში. ავტორია მრავალი ფუნდამენტური ნაშრომისა: კუნთოვანი და ნერვული სისტემის ფიზიოლოგიის, უმაღლეს ხერხემლიან ცხოველთა ქცევის მექანიზმებისა და მათი სივრცითი ორიენტაციის შესახებ, ხერხემლიან ცხოველთა მეხსიერების მახასიათებლების და წარმოშობის შესახებ. წყარო.: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ. 2.-თბ.,1977.-გვ.321 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |