შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრია ბიწაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცხრუკვეთი, ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1940 წელს. 1940-1948წწ. მუშობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თბილისის მათემატიკის ინსტიტუტში და თბილისის უნივერსიტეტში, 1948-1959წწ. წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში, 1959-1971წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების მათემატიკის ინსტიტუტში და ნოვოროსიბირსკის უნივერსიტეტში. 1971 წლიდან მუშაობდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში განყოფილების ხელმძღვანელად და მოსკოვის საინჟინრო-ფიზიკის ინსტიტუტში კათედრის გამგედ. მისი ძირითადი შრომები ეხება ელიფსური ტიპის დიფერენციალურ განტოლებათა თეორიას, შერეული ტიპის განტოლებათა თეორიას, მრავალგანზომილებიან სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორიას და ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანებს. მათემატიკურ სამეცნიერო ლიტერატურაში ა. ბიწაძის სახელს ატარებს ახალი ბუნების რამდენიმე განტოლება, ამოცანა და ფორმულა, რომლებიც პირველად მისი კვლევის საგანს შეადგენდა. მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის, მოსკოვის, ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტებში, ამავე ქალაქების მათემატიკის ინსტიტუტში. არის 150-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი. წყარო: ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1. -თბ., 1997. გვ. 444; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2. -თბ., 1977.-გვ. 422 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |