შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ბოკუჩავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საბოკუჩავო, აბაშის რაიონი. დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1932 წელს. 1953 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ა. ბახის სახელობის ბიოქიმიური ინსტიტუტის ტექნიკური ბიოქიმიური ლაბორატორიის გამგე. პარალელურად რამდენიმე წელი იმუშავა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. შეიმუშავა ლაო ჩაის, შავი ჩაისა და ხსნადი წარმოების ახალი ტექნიკური მეთოდი; შექმნა საკვებ მცენარეთა საღებავების მიღების ორიგინალური ხერხი, რომელიც დაპატენტებულია უცხოეთის ქვეყნებში. მ. ბოკუჩავამ შექმნა ბიოქიმიკოსთა დიდი სამეცნიერო სკოლა. ღრმა და ფუნდამენტურმა გამოკვლევებმა ფართო აღიარება მოუტანა ქართველ მეცნიერს არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ საზღვარგარეთაც. იგი იყო 340-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 35 გამოგონების ავტორი. ნაშრომები: "ჩაის ფოთლის ფერმენტაციის გამოკვლევა", "ლაო ჩაისა და მწვანე აგურა ჩაის წარმოების ბიოქიმიური საფუძველი", "ჩაისა და ჩაის წარმოების ბიოქიმია". ბიოქიმიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1950), პროფესორი (1955). მიღებული აქვს საკავშირო ალკკ ცკ-ის პრემია ( ჩაის ფოთლის ფერმენტაციის გამოკვლევა, 1938), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის პრემია (ლაო ჩაისა და მწვანე აგურა ჩაის წარმოების ბიოქიმიური საფუძველი, 1955), ა. ბახის სახელობის პრემია (ჩაისა და ჩაის წარმოების ბიოქიმია, 1958). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.455 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |