The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანგია ბოჭორიშვილი

ანგია ბოჭორიშვილი
Date of birth:16 December, 1902
Date of death:15 April, 1982  (at 79 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაოს პანთეონი, თბილისი
Category:Scientist, Psychologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ლახამულა, მესტიის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი 1925 წელს.

იმავე წლიდან დაიწყო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა. 1942-1955წწ. ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში განაგებდა მისივე თაოსნობით დაარსებულ ფსიქოლოგიის კათედრას. 1955-1957წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი,  1960-1968წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების პერიოდული სამეცნიერო ჟურნალის "მოამბე", ხოლო 1964 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის "მაცნე" ფსიქოლოგიის სერია მთავარი რედაქტორი. 1960-1962წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგიის ისტორიის განყოფილების, ხოლო 1962-1967წწ. ფილოსოფიის ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების ფილოსოფიის განყოფილების გამგე. 1967 წლიდან განაგებდა ამავე ინსტიტუტის მის მიერვე დაფუძნებულ ფილოსოფიური ანთროპოლოგიის განყოფილებას. ა. ბოჭორიშვილის კვლევა-ძიების ძირითადი სფერო ფსიქოლოგიის ფილოსოფიური პრობლემებია, ფსიქოლოგიის მეთოდოლოგია, პედაგოგიკის ფსიქოლოგიური საფუძვლები, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ისტორია, ენის ფილოსოფია, ესთეტიკა, ანთროპოლოგიაა. მან სამეცნიერო მიმოქცევაში შეიტანა ახალი ცნება, - "ფსიქოლოგიზმი ფსიქოლოგიაში". იგი იყო არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ფორუმის მონაწილე და ორგანიზატორი.

წყარო: საქართველო:ენციკლოპედია:ტ.1.-თბ.,1997.-გვ.475

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1955-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი (1957-1960)
  • საქართველოს ფილოსოფოსთა საზოგადოება, თავმჯდომარე (1973-1982)
  • საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება, თავმჯდომარედ (1959-1964)

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: