Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ ბურჭულაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტი 1952 წელს. 1955–1957წწ. - რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის ასისტენტი; 1957-1958წწ. - ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1958-1977წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1988წწ. დირექტორის მოადგილე; 1989 წლიდან - მათემატიკური ფიზიკის განყოფილების გამგე; 1965 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის პროფესორი. ძირითადი მეცნიერული კვლევები ეძღვნება იზოტროპული და ანიზოტროპული დრეკადი გარემოს დრეკადობის, თერმოდრეკადობისა და თერმოდიფუზიის თეორიის სივრცით და ბრტყელ დინამიკურ და სტატიკურ სასაზღვრო ამოცანებს. მის მიერ აგებული სასაზღვრო ამოცანების ამოხსნადობის თეორია საშუალებას იძლევა ფურიეს განზოგადებულ მწკრივებში აიგოს ალგორითმი და ამოხსნის მიახლოებითი ფორმულები, რომლებიც კარგად რეალიზდება ეგმ-ზე. იგი თანაავტორია მონოგრაფიისა, რომელიც შეიცავს დრეკადობის თეორიის მათემატიკური საფუძვლების ანალიზს. არის 130–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მათემატიკოსი და მექანიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1968), აკადემიკოსი. წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.193; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.98 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |