The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ბურჭულაძე

თენგიზ ბურჭულაძე
დაბადების თარიღი:12 მარტი, 1929
გარდაცვ. თარიღი:2000  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტი 1952 წელს. 

1955–1957წწ. - რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის ასისტენტი; 1957-1958წწ. - ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1958-1977წწ. - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1988წწ. დირექტორის მოადგილე; 1989 წლიდან - მათემატიკური ფიზიკის განყოფილების გამგე; 1965 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრის პროფესორი. ძირითადი მეცნიერული კვლევები ეძღვნება იზოტროპული და ანიზოტროპული დრეკადი გარემოს დრეკადობის, თერმოდრეკადობისა და თერმოდიფუზიის თეორიის სივრცით და ბრტყელ დინამიკურ და სტატიკურ სასაზღვრო ამოცანებს. მის მიერ აგებული სასაზღვრო ამოცანების ამოხსნადობის თეორია საშუალებას იძლევა ფურიეს განზოგადებულ მწკრივებში აიგოს ალგორითმი და ამოხსნის მიახლოებითი ფორმულები, რომლებიც კარგად რეალიზდება ეგმ-ზე. იგი თანაავტორია მონოგრაფიისა, რომელიც შეიცავს დრეკადობის თეორიის მათემატიკური საფუძვლების ანალიზს. არის 130–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მათემატიკოსი და მექანიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1968), აკადემიკოსი.

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.193; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.98

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (1993-2000)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მათემატიკური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილის, სტუდენტ-ახალგაზრდობისა და სამეცნიერო კადრების მომზადების საქმეში დიდი დამსახურებისათვის
  • 1987 - ილია ვეკუას სახელობის პრემია
  • 1985 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1971 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: