Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაკა ჯოხაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1971 წელს. პირველი მოთხრობა გამოაქვეყნა 1969 წელს, პირველი პროზაული კრებული "გურამ-გურამ" - 1976 წელს და მას შემდეგ იბეჭდება საქართველოში, რუსეთსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში. მას ეკუთვნის მოთხრობების წიგნები "გადარჩენილი პეიზაჟი" (1984), "შეხვედრა" (1985), პიესები: "ორი ცხოვრება" (1986), "პერსონალური გამოფენა", "სასოწარკვეთილთა თეატრი" და სხვ. 1986 წელს, ქართული კულტურის დღეებთან დაკავშირებით, იმყოფებოდა ინდოეთში, რაბირდრანთ თაგორის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. იქ გამოვიდა მოხსენებით, რომელიც ითარგმნა და დაიბეჭდა ბენგალურ ენაზე. 1989 წელს მიწვეული იყო პარიზში, ჟორჟ პომპიდუს სახელობის ცენტრის მიერ მოწყობილ მსოფლიოს მწერალ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე. არის სცენარის ავტორი დოკუმენტური ფილმისა - "ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის" (1991). 2000 წლიდან გაზეთ (შემდგომში ჟურნალ) "ჩვენი მწერლობის" ჯერ პროზისა, შემდეგ კი პოეზიის განყოფილებების რედაქტორია. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ესეისტი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.577; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი : geocinema.ge; გამომცემლობა ინტელექტის ვებსაიტი : intelekti.ge; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.122 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |