შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე გამყრელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სომიწო, ონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით 1930 წელს. მუშაობა დაიწყო გამოყენებითი გეოლოგიის კათედრაზე. 1934 წლიდან იყო დოცენტია, 1937 წლიდან კათედრის გამგე, ხოლო 1948 წლიდან გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1933 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში. მისი უმნიშვნელოვანესი შრომები ეხება საქართველოსა და ყოფილი სსრკ სამხრეთ რაიონების ალპური ზონის სტრატიგრაფიისა და ტექტონიკის ძირითად პრობლემებს. მას ეკუთვნის საქართრველოს გეოტექტონიკური დარაიონების აღიარებული სქემა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2. - თბ., 1977. -გვ. 668 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |