The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ გველესიანი

გურამ გველესიანი
Date of birth:23 February, 1928
Date of death:June, 2008  (at 80 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1950 წელს.

1953 წელს მუშაობა დაიწყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ა. ბაიკოვის სახ. მეტალურგიის ინსტიტუტის ფერადი და იშვიათი ლითონების მეტალურგიის ლაბორატორიაში. 1957 წლიდან გადმოყვანილ იქნა სამუშაოდ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტში, სადაც მან გაიარა გზა უფროსი მეცნიერი თანამშრომლიდან სამეცნიერო დარგში ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის თანამდებობამდე. გ. გველესიანის სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად მოიცავდა თანამედროვე მეტალურგიისა და ფიზიკური ქიმიის ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროებს, როგორიცაა მეტალურგიული პროცესების თეორია, მყარ არაორგანულ ნივთიერებათა თერმოდინამიკა და ძნელდნობადი მასალების მიკრომეტალურგია. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოში მეტალურგიული პროცესების ფიზიკური ქიმიის განვითარებას. იგი არის 200–მდე სამეცნიერო ნაშრომის, 4 მონოგრაფიის, 2 სახელმძღვანელოსი და რამდენიმე გამოგონების ავტორი.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ..-თბ.,2012.-გვ.256; science.org.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.105

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1988-)

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული ტექნიკური მეცნიერების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1993 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
  • 1992 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია
  • 1984 - გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია

Bibliography


Share: