Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი გიგაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა სტეფანწმინდა, ყაზბეგის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1948 წელს. 1948-1950წწ. იყო კომკავშირის თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის მეორე მდივანი; საკავშირო გაერთიანება "ტყეპროექტის" საქართველოს საწარმოს მმართველი (1953); 1953-1956წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის პარტიული კომიტეტის მდივანი; 1954-1957წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასისტენტი; 1957-1978წწ. დოცენტი; 1956-1970წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1980წწ. სატყეო მერუნეობის მინისტრის პირველი მოადგილე; 1980-2006წწ. სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის დირექტორი. 1978 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი. არის 165 სამეცნიერო ნაშრომის, 12 მონოგრაფიის, 3 სახელმძღვანელოს ავტორი. 2000 წელს მიღებული აქვს აშშ-ის კემბრიჯის უნივერსიტეტისა და აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევის ინსტიტუტის საერთაშორისო ღირსების ორდენი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს ტყეების კურორტოლოგიური მნიშვნელობა და მათში მეურნეობის პრინციპები", დაიცვა 1953 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს მთის ტყეების ზრდის, აღნაგობისა და ფორმირების კანონზომიერებები და მათში მეურნეობის გაძღოლის პრინციპები", დაიცვა 1973 წელს. წყარო: გიორგი გიგაური : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა. - თბილისი, 2009. - 21 თებერვალი. - N33 (6134). - 15 გვ.(science.org.ge); წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.310 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |