ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
როზეტა ასათიანი
დაბადების თარიღი: | 24 ივნისი, 1939 (85 წლის) |
კატეგორია: | ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი 1962 წელს.
1972-2006წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ ასისტენტის, შემდგომ დოცენტისა და 1993-2006წწ. პროფესორის თანამდებობაზე. 2007-2010წწ. იყო თბილისის საბაზრო ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის სრული პროფესორი, ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორია. ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის: მონოგრაფიები, დამხმარე სახელმძღვანელოები, ეკონომიკისა და ბიზნესის განმარტებითი ლექსიკონები და ბროშურები; მრავალი სტატიის ავტორია ქართულ ენციკლოპედიაში, თანაავტორი და მთავარი რედაქტორი პირველი ქართული სახელმძღვანელოსი ეკონომიკურ თეორიაში (1998). 40-ზე მეტი მონოგრაფიის მეცნიერ-რედაქტორია. 1993 წელს ჩამოაყალიბა სტატისტიკური სამსახური "ბარომეტრის" სახელწოდებით, გამოსცა სტატისტიკური კრებულები სერიით - საქართველო და გარე სამყარო, სახელდობრ "მოსახლეობა ციფრებში" (1995), "მსოფლიო ციფრებში" (200). ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1994). რ. ასათიანის კვლევის სფეროა მაკროეკონომიკის თეორიული და პრაქტიკული ხასიათის ამოცანათა ფართო წრე. მიღებული აქვს საქართველოს ეკონომისტთა საზოგადოების სამეცნიერო პრემია (1988), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო პრემია (2008).
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- გამომცემლობა "სიახლე", პრეზიდენტი (1996-)
- ნიუ-იორკის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1999-)
- ჟურნალი "ახალი ეკონომისტი", სარედაქციო კოლეგიის წევრი (2010-)
- ჟურნალი "ეკონომისტი", სარედაქციო კოლეგიის წევრი (2009-)
- ჟურნალი "საქართველოს ეკონომიკა", სარედაქციო კოლეგიის წევრი (2013-)
- ჟურნალი "სოციალური ეკონომიკა", სარედაქციო კოლეგიის წევრი (2009-)
- რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (2007-)
- საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი, აკადემიკოს-მდივანი (1996-)
- საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1996-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2013 - პაატა გუგუშვილის სახელობის პრემია, სამეცნიერო ნაშრომისათვის
თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / როზეტა ასათიანი . - თბილისი : სიახლე, 2012 . - 515გვ.
- 1999 - ღირსების ორდენი
სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო - პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
ბიბლიოგრაფია
- ზოგადი ეკონომიკური თეორია და მისი სწავლების აღდგენის აუცილებლობა : საკითხის დასმის წესით (ავტორი). - თბილისი, სიახლე, 2013. - 54გვ.. - ISBN: 978-9941-9134-6-4
- თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი (ავტორი). - თბილისი, სიახლე, 2012. - 515გვ.. - ISBN: 978-9941-9134-0-2
- საქართველოს ეკონომიკა (რედაქტორი). - თბილისი, სიახლე, 2012. - 308გვ.. - ISBN: 978-9941-9134-2-6
- ეკონომიკური თეორია და ეკონომიქსი : ერთიანობა და განსხვავება (ავტორი). - თბილისი, სიახლე, 2005. - 34გვ.
- პატარა ქვეყანას დიდი შეცდომების უფლება არა აქვს : საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან "ვარდების რევოლუციამდე": ეკონ. მიმოხილვა (ავტორი) // ნაწ. 1. - თბილისი, სიახლე, 2005. - 567გვ.. - ISBN: 99940-815-1-9
- ეკონომიქსი-Economics : განმარტებითი ლექსიკონი (ავტორი). - თბილისი, სიახლე, 2003. - 300გვ.. - ISBN: 99928-936-1-3
- საქართველოს ეკონომიკა : წარსული, აწმყო, პერსპექტივა (ავტორი). - თბილისი, სიახლე, 2002. - 48გვ.. - ISBN: 99928-936-2-1
- ფული და ფულადი სისტემები (ავტორი). - თბილისი, სიახლე, 1996. - 110გვ.
- ეკონომიკსი : განმარტებითი ლექსიკონი (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1996. - 228გვ.. - ISBN: 5-511-00642-4
- მომსახურება და საბაზრო სისტემა (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1993. - 304გვ.
- მოსახლეობა ციფრებში : მოკლე სტატისტ. კრებული (შემდგენელი). - თბილისი, სიახლე, 1992. - 92გვ.. - ISBN: 5-520-01584-8
|