Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლეო დავითაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის გეოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტი 1925 წელს. მუშაობა დაიწყო მოსკოვის ნავთობის სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტში. ამავე დროს ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას მოსკოვის ნავთობის ინსტიტუტში, სადაც 1930-1948წწ-ში პალეონთოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობდა; 1941 წელს იგი თბილისში გადმოსახლდა. აქ ის მუშაობდა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის გეოლოგიისა და პალეონთოლოგიის კათდრის გამგედ და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიისა და მინერალოგიის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელად; 1950 წელს სათავეში ჩუდგა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან მის მიერვე შექმნილ პალეობიოლოგიის სექტორს, რომელიც 1958 წელს პალეოგიოლოგიის ინსტიტუტად გადაკეთდა. ამ ინსტიტუტს, რომელიც ამჟამად მის სახელს ატარებს, იგი სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. იგი იყო პალეონტოლოგიის თეორიული საფუძვლების აღიარებული მკვლევარი. მან, როგორც პალეონტოლოგმა, დიდი წვლილი შეიტანა ევოულციური თეორიის უმთავრესი პრობლემების პალეონტოლოგიურ მასალაზე დაყრდნობით შესწავლაში. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.53-54 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |