The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ჩიქოვანი

მიხეილ ჩიქოვანი
Date of birth:25 March, 1909
Date of death:24 October, 1983  (at 74 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Literary scholar, Scientist, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ცხუკუშირი, ლეჩხუმის რაიონი.  

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1932 წელს.

1936-1983წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილებას და არქივს, ეწეოდა ინტენსიურ სამეცნიერო-კვლევით, საექსპედიციო-შემკრებლობით, საგამომცემლო და პედაგოგიურ საქმიანობას. იკვლევდა ზოგადი და კერძო ფოლკლორისტიკისა და ლიტერატურულ-ფოლკლორულ ურთიერთობათა პრობლემებს ("ხალხური ვეფხისტყაოსანი"-1936-1937, "საქართველოს სამეფო კარის მგოსნები"-1949, "იაკობ გოგებაშვილი და ზეპირსიტყვიერება" - 1950, "დავით გურამიშვილი და ხალხური პოეზია" - 1955, "ვაჟა-ფშაველა და ხალხური პოეზია" - 1956, "აკაკი წერეთელი და ხალხური სიტყვიერება" - 1958, "სულხან-საბა ორბელიანი და ხალხური შემოქმედება" - 1959, "შოთა რუსთაველი და ქართული ფოლკლორი" - 1966, "ილია ჭავჭავაძე და ხალხური შემოქმედება" - 1989); ქართულ ეპოსს და მითოლოგიას, ფოლკლორის თეორიის საკითხებს. იგი არის "ქართული ხალხური პოეზიის" გამოცემის ინიციატორი, შემდგენელი და მთავარი რედაქტორი. მისი რედაქტორობით გამოქვეყნდა "ქართული ფოლკლორის სერია", პ. უმიკაშვილის "ხალხური სიტყვიერება", თედო რაზიკაშვილის მიერ ფშავში და თუშეთში შეკრებილი ლექსები (1953), ქართლ-კახეთში და ფშავში შეკრებილი ზღაპრები, კათოლიკე მისიონერის ბერნარდო ნეაპოლიტანელის მიერ XVII საუკუნეში ჩაწერილი ქართული ზღაპრების კოლექცია (1961), "ხალხური სიტყვიერება" (1950-1956), "ხალხური სიბრძნე" (1963-1965), "ქართული ფოლკლორი. მისი გამოკვლევები და შედგენილ-რედაქტირებული ქართული ფოლკლორის კრებულები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, უნგრულ, ჩეხურ და ბულგარულ ენებზე; ლიტერატურათმცოდნე, ფოლკლორისტი, ქართული ფოლკლორის პოპულარიზატორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1950).

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.382

Member of Organizations

  • ნარატიული ფოლკლორის საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება, წევრი (1972-)
  • საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის სამეცნიერო საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფოლკლორის საკოორდინაციო საბჭო, ხელმძღვანელი

Awards and Honors

  • 1987 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: