Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თენგიზ ბუაჩიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1950 წელს. 1960-1965 წლებში საქართველოს კულტურის მინისტრი იყო, 1976 წლიდან - ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი. თ. ბუაჩიძის გამოკვლევები, მოთხრობები და თარგმანები იბეჭდება 1946 წლიდან. მას ეკუთვნის გამოკვლევები ქართული, რუსული, უკრაინული, ბელორუსული ლიტერატურის, ხალხთა ლიტერატურული ურთიერთობების, ლიტერატურისა და თარგმანის თეორიის სფეროდან, პუბლიკაციები და კრიტიკული წერილები, ნაშრომები ქართველი რომანტიკოსების, ი. ჭავჭვაძის, გ. ტაბიძის და სხვების შესახებ. მოთხრობათა კრებულში "მოლოდინი" (1966) გვიხატავს ადამიანების მორალურ სახეს მეორე მსოფლიო ომის დროს. თარგმნა "ამბავი იგორის ლაშქრობისა" (1970), "გარდასულ წელთა ამბავი" (1973) და ძველი რუსული ლიტერატურის სხვა ძეგლები. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1972). წყარო: მამულიშვილთა სავანე / ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე.-თბ.,1994.-გვ. 89; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: web.archive.org; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.100 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |