The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ბუაჩიძე

თენგიზ ბუაჩიძე
დაბადების თარიღი:7 ნოემბერი, 1926
გარდაცვ. თარიღი:16 მაისი, 1994  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, მთარგმნელი, მწერალი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1950 წელს.

1960-1965 წლებში საქართველოს კულტურის მინისტრი იყო, 1976 წლიდან - ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი. თ. ბუაჩიძის გამოკვლევები, მოთხრობები და თარგმანები იბეჭდება 1946 წლიდან. მას ეკუთვნის გამოკვლევები ქართული, რუსული, უკრაინული, ბელორუსული ლიტერატურის, ხალხთა ლიტერატურული ურთიერთობების, ლიტერატურისა და თარგმანის თეორიის სფეროდან, პუბლიკაციები და კრიტიკული წერილები, ნაშრომები ქართველი რომანტიკოსების, ი. ჭავჭვაძის, გ. ტაბიძის და სხვების შესახებ. მოთხრობათა კრებულში "მოლოდინი" (1966) გვიხატავს ადამიანების მორალურ სახეს მეორე მსოფლიო ომის დროს. თარგმნა "ამბავი იგორის ლაშქრობისა" (1970), "გარდასულ წელთა ამბავი" (1973) და ძველი რუსული ლიტერატურის სხვა ძეგლები. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1972).

წყარო: მამულიშვილთა სავანე / ბაბუნაშვილინოზაძე.-თბ.,1994.-გვ. 89; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.100

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, პირველი მდივანი (1973-1976)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: