Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ თაყნიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მამულო, დმანისის რაიონი. დაამთავრა თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის ფაკულტეტი 1966 წელს. 1966 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარად; 1975-1982წწ. იყო ამავე ბიბლიოთეკის დირექტორი; 1982-2020წწ. მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და სტანდარტიზაციის განყოფილების უფროსად; 1970-იანი წლებიდან იგი მონაწილეობდა პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციებში, აქვეყნებდა თეზისებსა და სტატიებს საბიბლიოთეკო საქმიანობის აქტუალურ საკითხებზე; ლექტორად მუშაობდა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1995-1996წწ. მონაწილეობდა საბიბლიოთეკო საქმის იურიდიული საფუძვლების შემუშავებაში; განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მას ჟურნალ "საქართველოს ბიბლიოთეკის" გამოცემის საქმეში; წერდა ლექსებს, გამოქვეყნებული აქვს 180-მდე სამეცნიერო ნაშრომი. Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |