The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ჭინჭარაული

ნინო ჭინჭარაული
Date of birth:13 April, 1988  (36 years)
Category:Writer, Poet, Journalist, Entertainer

Biography

 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სხვადასხვა წლებში სწავლობდა ჟურნალისტიკის, უცხო ენებისა და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტებზე (ხარისხის მართვის უნივერსიტეტში, თბილისის უნივერსიტეტსა და სასულიერო სემიანარია-აკადემიასთან არსებულ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში). 17 წლის ასაკიდან ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. 2006-2011წწ. მუშაობდა საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში(საორგანიზაციო, კულტურის და ბავშვთა სახლებთან ურთიერთობის ჯგუფებში) და ამავე ცენტრის ჟურნალ -"ახალგაზრდობა"-ში. ორგანიზებას უწევდა და მიჰყავდა სხვადასხვა ავტორთა პოეზიის საღამოები, საქველმოქმედო ჯგუფის საღამოები და სხვა კულტურული ღონისძიებები(საბავშვო წიგნის ფესტივალი, ინტელექტუალური თამაში "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" და აშ). ლექსების წერა ადრეული ბავშვობის ასაკიდან დაიწყო. პირველად მისი ლექსები გამოქვეყნდა "ფშავის აღორძინების კავშირის" გაზეთში. ასევე მისი პირველი მოთხრობა "აწმყო წარსულიდან" 2011 წელს  დაიბეჭდა "ლიტერატურულ გაზეთში". დღეისთვის მისი ლექსები ქვეყნდება ჟურნალ "ცისკარში". არის რამდენიმე ლიტერატურული კონკურსის ლაურეატი და პრიზიორი. ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. მონაწილეობას ღებულობს პოეზიის საღამოებში, ტელე და რადიო გადაცემებში. მუშაობს ხატწერაზე და ხევსურული სამოსის აღდგენა-შენარჩუნებაზე.

Member of Organizations

  • საინიციატივო ჯგუფი "სანე", თავმჯდომარე (2013-)

Awards and Honors

  • 2012 - გურამ რჩეულიშვილის სახეობის კონკურსი -"ალავერდობა", წამახალისებელი პრემია "საუკუნის მაჯისცემა"
    ყვითელი , ოქროსფერი, მზისფერი: რომანი / ნინო ჭინჭარაული .- თბილისი : გრიფონი, 2013.- 72გვ.

Bibliography


Share: