The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ცაგარელი

ქეთევან ცაგარელი
დაბადების თარიღი:1941
გარდაცვ. თარიღი:2012  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა, მე-2 სამუსიკო სასწავლებელი და თბილისის ი. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიის ფორტეპიანოს განყოფილება.

მუშაობდა მუსიკის პედაგოგად, მუსიკის პედაგოგთა მეთოდისტად, კითხულობდა ლექციებს ბავშვთა მუსიკალური და ესთეტიკური აღზრდის თაობაზე. წლების განმავლობაში იყო პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში. შეადგინა და გამოსცა სახელმძღვანელო წიგნები საშუალო სკოლებში მუსიკის სწავლებისათვის.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: