| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან ასათიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1925 წელს. მუშაობდა ჟურნალ "მნათობის" პასუხისმგებელ მდივნად, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. მისი რედაქციით გამოცემულია ქართველ კლასიკოსთა თხზულებანი ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე. ავტორია წიგნებისა: "ვოლტერიანობა საქართველოში", მიძღვნილი XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე პროგრესულად მოაზროვნე ქართველი მწერლებისადმი; "ძველი საქართველოს პოეტი ქალები", რომელშიც გამოქვეყნებული აქვს ქართული მწერლობის მანამდე უცნობი ნაწარმოებებიც; ვრცელი მონოგრაფია "ცხოვრება აკაკი წერეთლისა". მისი მრავალი წერილი აშუქებს ქართველ კლასიკოსებისა და საბჭოთა მწერლების შემოქმედების, აგრეთვე ქართულ-უცხოური ლიტერატურული ურთიერთობის საყურადღებო საკითხებს. მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, რედაქტორი და საზოგადო მოღვაწე. ლიტერატურათმცოდნე გურამ ასათიანის მამა. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.63; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.47; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

