The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით კასრაძე

დავით კასრაძე
Other name:დიოგენი
X  (Pseudonym)
ალი აზიზი  (Pseudonym)
ბარონ დე-კანი  (Pseudonym)
დე-კა  (Pseudonym)
კანდიდი  (Pseudonym)
ქართლელი  (Pseudonym)
Date of birth:27 December, 1885
Date of death:16 February, 1965  (at 79 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Critic, Translator, Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ავნევი, გორის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო სასწავლებელი და 1908 წელს.

სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა პარიზში ფილოსოფიისა და ლიტერატურის მეცნიერების დასაუფლებლად; 1901 წლიდან ბეჭდავდა წერილებს, მოთხრობებსა და ფელეტონებს ჟურნალ-გაზეთებში სხვადასხვა ფსევდონიმებით; 1923 წელს იყო ბათუმის გაზეთ "მწვერვალის" რედაქტორი. მისი შემოქმედებიდან აღსანიშნავია რომანი "გურანდა", რომელშიც მკაცრად გააკრიტიკა ცარიზმის რეჟიმი; 1928 წელს გამოაქვეყნა რომანი "კეთრი"; დიდი ინტერესი ხვდა წილად მის ჰეროიკულ პოემას "ლეგენდა რუსთაველზე"; თარგმნა ტოლსტოის, გოგოლის, ტურგენევის, მოლიერის, ზოლასა და სხვათა თხზულებები. იგი არის ავტორი პიესებისა და მონოგრაფიებისა ქართული სცენის მოღვაწეებზე. მას ეკუთვნის წერილები ლიტერატურისა და თეატრალური ხელოვნების საკითხებზე. მნიშვნელოვანია მისი როლი საბავშვო ლიტერატურაში. მის კალამს ეკუთვნის ცნობილი წიგნები: "ქალპეპელა", "მზიას გიშგიშა", "ჩვენს საკურდღლეში", "ორი ზღაპარი" და მრავალი სხვა. 1932 წელს შეადგინა და ქართულ ენაზე გამოსცა ოსური ლიტერატურის პირველი ანთოლოგია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.454-462საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918-1921 სამუსიკო ცხოვრება/რედაქტორ-შემდგენლები: კატო ჯავახიშვილი, სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი.-თბ., 2021.-გვ.132

Member of Organizations

  • აკადემიური კორპორაცია, წევრი
  • საზოგადოება თბილისის განყოფილება , წევრი (1917-)
  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი (1934-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

Bibliography

  • სოსელო : რომანი (Author). - თბილისი, 1999. - 496გვ.
  • თამარ : ჰეროიკულ-დრამატული პიესა (Author). - თბილისი, სამშობლო, 1995. - 59გვ.
  • ქალპეპელა : ზღაპარი ყმაწვილთათვის (Author). - თბილისი, ხელოვნება, 1991. - 48გვ.
  • ლეგენდა რუსთაველზე : დრამ. პოემა (Author). - თბილისი, ნაკადული, 1966. - 215გვ.
  • იბერიის დედოფალი : რომანი (Author). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1964. - 313გვ.
  • კეთრი : რომანი (Author). - ტფილისი, პოლიგრაფტრ. მე-2 სტ., 1928. - 293გვ.
  • თეატრი : თომა ჩიქვანაია (Author). - ტფილისი, ზარია ვოსტოკა-ს სტ., 1924. - 249გვ.
  • როსკიპი : რომანი ორ ნაწილად (Author). - თფილისი , გამოცემა დ. ნაკაიძისა(ა. კერესელიძის სტ.), 1912. - 390გვ.

Share: