შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით კასრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ავნევი, გორის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო სასწავლებელი და 1908 წელს. სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა პარიზში ფილოსოფიისა და ლიტერატურის მეცნიერების დასაუფლებლად; 1901 წლიდან ბეჭდავდა წერილებს, მოთხრობებსა და ფელეტონებს ჟურნალ-გაზეთებში სხვადასხვა ფსევდონიმებით; 1923 წელს იყო ბათუმის გაზეთ "მწვერვალის" რედაქტორი. მისი შემოქმედებიდან აღსანიშნავია რომანი "გურანდა", რომელშიც მკაცრად გააკრიტიკა ცარიზმის რეჟიმი; 1928 წელს გამოაქვეყნა რომანი "კეთრი"; დიდი ინტერესი ხვდა წილად მის ჰეროიკულ პოემას "ლეგენდა რუსთაველზე"; თარგმნა ტოლსტოის, გოგოლის, ტურგენევის, მოლიერის, ზოლასა და სხვათა თხზულებები. იგი არის ავტორი პიესებისა და მონოგრაფიებისა ქართული სცენის მოღვაწეებზე. მას ეკუთვნის წერილები ლიტერატურისა და თეატრალური ხელოვნების საკითხებზე. მნიშვნელოვანია მისი როლი საბავშვო ლიტერატურაში. მის კალამს ეკუთვნის ცნობილი წიგნები: "ქალპეპელა", "მზიას გიშგიშა", "ჩვენს საკურდღლეში", "ორი ზღაპარი" და მრავალი სხვა. 1932 წელს შეადგინა და ქართულ ენაზე გამოსცა ოსური ლიტერატურის პირველი ანთოლოგია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.454-462; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918-1921 სამუსიკო ცხოვრება/რედაქტორ-შემდგენლები: კატო ჯავახიშვილი, სალომე ჭანტურიძე, მირიან ხოსიტაშვილი.-თბ., 2021.-გვ.132 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |