The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლინა ბარათაშვილი

ლინა ბარათაშვილი
დაბადების თარიღი:29 ივლისი, 1942  (81 წლის)
კატეგორია:პოეტი, ჟურნალისტი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1968 წელს.

იყო ხარაგაულის რაიონული გაზეთის კორესპონდენტი; 1973 წლიდან მუშაობდა გაზეთ "ნერგის" ლიტერატურული განყოფილების გამგედ. პირველი ლექსი - "ვაჟა-ფშაველა" ხარაგაულის რაიონულ გაზეთში დაიბეჭდა. ავტორია პოეტური კრებულებისა: "მოლოდინი", "მარტოობის კუნძულები", "მზითვის წიგნი", "საქართველოში იბადებოდნენ".

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 46

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: