The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სანდრო შანშიაშვილი

სანდრო შანშიაშვილი
Date of birth:24 July, 1888
Date of death:28 October, 1979  (at 91 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Writer

Biography

დაბადების ადგილი: სიღნაღის რაიონი, სოფელი ჯუგაანი.

დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. შემდეგ ტიბაანის მონასტრის სამრევლო სკოლაში მიაბარეს. 1901 წელს მან სწავლა თბილისის სასულიერო სასწავლებელში განაგრძო, სადაც  რევოლუციურად განწყობილი ახალი თაობის გავლენის ქვეშ მოექცა და 1904 წელს სასწალებლიდან გარიცხეს. ერთი წლის შემდეგ ქართულ გიმნაზიაში შედის სასწავლებლად. 1907 წელს იქედანაც რიცხავენ და რევოლუციურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო აპატიმრებენ. 1911 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად გაემგზავრა შვეიცარიაში. აქედან 1912 წელს ჩადის გერმანიაში და ჯერ ბერლინის, შემდეგ კი ლაიფციგის უნივერსიტეტში ისმენს ლექციებს. 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო, იძულებული გახდა ხელი აეღო უმაღლესი განათლების მიღებაზე და  სამშობლოში დაბრუნდა. 1914 წელს მან დაიწყო გაზეთ “საქართველოს” გამოცემა. 1917 წელს იყო ჟურნალ "მერანის" რედაქტორი. ამავე წელს დაუბრუნდა მშობლიურ სოფელს და ეწეოდა, როგორც ფიზიკურ, ისე შემოქმედებით საქმიანობას – წერდა ლექსებს, პიესებს, მოთხრობებს.  სანდრო შანშიაშვილი  ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც ევროპული მოდერნიზმის თეორია შემოიტანა საქართველოში. ტიციან ტაბიძე მას თავის მასწავლებლად და სიმბოლიზმის ''აკვნის დამრწევად" მიიჩნევდა. 1923 წელს ს. შანშიაშვილი  თბილისში დაბრუნდა და 1927 წლამდე  ჟურნალ "დროშის" მდივნად მუშაობდა.  ქართული თეატრების სცენებზე წარმატებით იდგმებოდა მისი პიესები: "ბერდო ზმანია", "ანზორი", "ლატავრა", "არსენა" და სხვა. მას ეკუთვნის 20–მდე ორიგინალური და 15–მდე ნათარგმნი პიესა. თარგმნა გოეთეს, შილერის, შექსპირის და პუშკინის ნაწარმოებები.

წყარო: მამულიშვილთა სავანე/ ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე. -თბ., 1994. -გვ.365

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 1949 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, წლის საუკეთესო პიესისათვის
    იმერეთის ღამეები : დრამატული პოემა 4 მოქმედებად და 9 სურათად/სანდრო შანშიაშვილი.–თბილისი: საბ. მწერლის გამ–ბა, 1949.– 76გვ.
  • 1937 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1936 - შრომის წითელი დროშის ორდენი, ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
  • 1934 - ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: