Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარიჯანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია–ფილოლოგიის ფაკულტეტი 1922 წელს. პირველი ლექსი "ტბა" 1916 წელს გამოქვეყნდა, პირველი კრებული "ლექსები" - 1921 წელს. 1926 წელს გამოვიდა მისი საბავშვო პოემა "ნელი ცირკში", რომელმაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა პოეტის შემოქმედებითი გეზი - შემდგომში იგი ძირითადად საბავშვო მწერლობაში მუშაობდა. მარიჯანი მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა. მის მიერ თარგმნილია კ. ჩუკოვსკის, ა. ტოლსტოის, ს. მიხალკოვის საბავშვო თხზულებანი, ხოლო იოსებ გრიშაშვილთან ერთად თარგმნა მოლიერის "ტარტიუფი", ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება", ნ. პოგოდინის "თოფიანი კაცი". მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ ენაზე. მწერალი აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა 20 წლის მანძილზე საქართველოს მწერალთა კავშირში მუშაობდა საბავშვო ლიტერატურის სექციის მდივან-კონსულტანტად და ამით ხელს უწყობდა საბავშვო ლიტერატურის წინსვლის საქმეს. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.249; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 211; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.541-542; ყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან / მარიამ ჭანჭალეიშვილი, თამთა მელაშვილი.-თბ.,2020.-გვ.53 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |