შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ გოგიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1958 წელს. 1958-1968წწ. მუშაობდა გაზეთ "კომუნისტის" რედაქციაში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1980-1981წწ. იყო ჟურნალ "პარტიული სიტყვის" და 1992-1996წწ. კი გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" მთავარი რედაქტორი. საუკეთესო მთარგმნელი, პროზაიკოსი და ჟურნალისტი. პირველი ნაწარმოები გამოაქვეყნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალმანახ "პირველ სხივში". გამოცემული აქვს თარგმნილი პროზაული და პოეტური კრებულები. პერიოდიკაში ქვეყნდება მისი მოთხრობები, მხატვრული ნარკვევები და წერილები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. 2. -თბ., 2012. -გვ. 60; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.371; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.74 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |