The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეილა ერაძე

ლეილა ერაძე
Date of birth:14 February, 1933
Date of death:5 February, 1998  (at 64 years)
Category:Translator, Writer, Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1953 წელს.

1995-1998წწ. იყო საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი აზერბაიჯანში, ატაშე კულტურის საკითხებში, საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობისა და თანამშრომლობის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი (1992). მუშაობდა  ჟურნალ "დილას" რედაქციაში, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, საქართველოს ტელე-რადიო კომიტეტში. ლეილა ერაძე სამეცნიერო ნაშრომების, პოეტური და საბავშო ლექსების კრებულების ავტორია. მისი ლექსები ნათარგმნია აზერბაიჯანულ, რუსულ, იტალიურ, სლოვაკურ ენებზე. ლეილა ერაძე ეწეოდა ნაყოფიერ მთარგმნელობით საქმიანობას. მან თარგმნა და ცალკე წიგნებად გამოსცა აზერბაიჯანელ ავტორთა - სამედ ვურღუნის,  ნაბი ხაზრის,  ნარიმან ჰასანზადეს, ისმაილ შიხლის,  მირზა იბრაჰიმოვის და სხვათა - ოცდაათზე მეტი პოეტური და პროზაული ნაწარმოებები, რომანები. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. უმთავრესად თარგმნიდა აზერბაიჯანელ მწერალთა ლექსებს და მოთხრობებს. 1957 წელს გამოსცა წიგნად პირველი ნათრგმნი "აზერბაიჯანული მოთხრობები". 1995 წელს დაჯილდოვდა პენკლუბის საერთაშორისო ლიტერატურული პრემიით, 1996 წელს რასულ რზას სახელობის პრემიით. ავტორია საბავშვო ლექსებისა.

წრარო: ქართველი მთარგმნელების პორტალი : mtargmnelebi.blogspot.comსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.34

Awards and Honors

  • 1994 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია

Bibliography


Share: