The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე ლორთქიფანიძე

კონსტანტინე ლორთქიფანიძე
Date of birth:7 January, 1905
Date of death:30 July, 1986  (at 81 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Translator, Writer, Screenwriter

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1924 წელს.

ლექსების წერა მოწაფეობის წლებში დაიწყო. პირველი ლექსი 1924 წელს გამოაქვეყნა, ლექსთა პირველი კრებული - 1926 წელს. დიდი სამამულო ომის წლებში კ. ლორთქიფანიძე მოქმედ არმიაში აქტიურად იბრძოდა კავკასიის დაცვისთვის. 1942–1944წწ. იყო ფრონტული გაზეთების სამხედრო კორესპონდენტი. 1962-1966წწ. რედაქტორობდა ჟურნალ "ცისკარს", 1977 წელს დაინიშნა ალმანახ "განთიადის" მთავარ რედაქტორად, იყო გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორი. მწერალი ნაყოფიერად მუშაობდა თარგმანის სფეროში. თარგმნილი აქვს ტ. შევჩენკოს, ა. მიცკევიჩის, პ. ელუარის, ვლ. მაიკოვსკის, ი. ფრანკოს, ხ. აბოვიანის, ა. ისააკიანის,  ტაკუბოკუს პოეტური ნაწარმოებები, სომხური ეპოსის- "დავით სასუნცის" რამდენიმე თავი. მას ეკუთვნის აგრეთვე კინოსცენარები ფილმებისა: "მეგობრობა" (1941, თანაავტორი ი. მოსაშვილი), "ჩრდილი გზაზე" (1957), "შეწყვეტილი სიმღერა" (1960).

წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.241

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 1981 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1971 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • სოციალისტური შრომის გმირი
  • ლენინის ორდენი

Bibliography


Share: