შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ მარგიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მულახი, მესტიის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1940 წელს. 1942 წელს მოხალისედ წავიდა დიდ სამამულო ომში. ომის შემდეგ იყო ჟურნალების "ოქტომბრელის", "პიონერის", "დროშის", გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორი, გამომცემლობა "ლიტერატურა და ხელოვნების" დირექტორი, 1979 წლიდან გამომცემლობა "მერანის" დირექტორი. პირველი ლექსი "მირანგულა" 1934 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი "ლექსები" - 1940 წელს. სამამულო ომის წლებს ეკუთვნის ლექსების კრებული "მუმლი მუხასა" (1946). შემდგომ კრებულებში: "მხოლოდ ახალი"(1958), "მთანი მაღალნი"(1960), "ლილე"(1965), "გამოღვიძება"(1966), "თოვაში შეხვედრა გაზაფხულთან"(1975) და სხვ., მხატვრულ დაოსტატებასთან ერთად, უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა მარგიანის შემოქმედების ტენდენციები და თავისებურებანი. მის თხზულებებში წარმოჩინდა სვანური ბუნება და მითოსი, რომელიც პოეტმა ორგანულად დაუკავშირა თანამედროვეობას("ოია ოიალე", "ოიდა ნანაილა", "მარილი", "ელეგია მეგობრის სიკვდილზე" და სხვ.). რ. მარგიანის ლექსები თარგმნილია ყოფილ სსრკ-ის ხალხთა მრავალ ენაზე, აგრეთვე ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუმინულ, პოლონურ, ბულგარულ ენებზე. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი პოეტი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.243; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.230; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.529-530 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |