შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ხუტა ბერულავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, 1952 წელს კი მაქსიმ გორკის სახელობის მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტი. იყო გამომცემლობა "ნაკადულის" დირექტორი, ჟურნალ "ცისკრის" რედაქტორი, 1967-1979წწ. გამომცემლობა "განათლების" დირექტორი. მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და რედაქტორობით გამოიცა "საბავშვო პოეზიის ანთოლოგია", "საბავშვო ენციკლოპედია", კრებული "იზარდე მწვანე ჯეჯილო" და სხვ. ხ. ბერულავა ლექსებს 1941 წლიდან აქვეყნებს, მისი პირველი კრებული 1944 წელს გამოვიდა. განსაკუთრებით პოპულარული გახდა პოეტის სამამულო ომის გმირებისადმი მიძღვნილი ლექსები. იგი საბავშვო ლექსებსაც წერდა და თარგმნიდა რუსი და სხვა ეროვნების პოეტების ნაწარმოებსაც. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2. - თბ., 1977. -გვ. 334; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.94 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |