The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კუკური გოგიაშვილი

კუკური გოგიაშვილი
დაბადების თარიღი:15 ოქტომბერი, 1912
გარდაცვ. თარიღი:24 ივნისი, 1984  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პოეტი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

სწავლობდა ქუთაისში კ. მარჯანიშვილის თეატრთან არსებულ სტუდიაში 1928-1930წწ.

1928-1930წწ. სწავლის პარალელურად მუშაობდა ქუთაისში კ. მარჯანიშვილის თეატრში; სხვადასხვა დროს იყო თელავისა და თბილისის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრების მსახიობი და დრამატურგი; ამავე დროს ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა გაზეთ "მუშასა" და ჟურნალ "ნიანგში"; 1948 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ჟურნალ "დილაში"; მისი პირველი ლექსი "შოთას", გამოქვეყნდა 1934 წელს, ხოლო პირველი საბავშვო წიგნი "თინიკოს მამალი" -  1940 წელს გამოქვეყნდა. კ. გოგიაშვილს ეკუთნის საბავშვო ლექსების, პოემებისა და ზღაპრების კრებულები: "აბლი-ბაბლი" (1961), "ვინ დაღუპა აფრასიონი" (1964) და სხვა. თოჯინების თეატრისათვის დაწერილ მის პიესებს დღესაც ნორჩი თაობის ულევი მაყურებელი ჰყავს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. II. -თბ., 2012. -გვ.60-61;  ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.91

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დასი, წევრი
  • ჯგუფი "ცისფერყანწელები", წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1973 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია

  • წრუწუნების სახლი : ლექსები და მოთხრობები სკოლამდელთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1967. - 20გვ.
  • სამი ბრიყვი : ლექსები. უმცრ. სასკოლო ასაკის ბავშვთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1966. - 44გვ.
  • პაპა გიგო : საბავშვო ლექსები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1965. - 77გვ.
  • ვინ დაღუპა აფრასიონი? : სატირა და იუმორი. (ავტორი). - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1964. - 179გვ.
  • თაგუნას გასეირნება : ლექსები სკოლამდელთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1961. - 19გვ.

გააზიარე: