Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ გურგენიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბუკისციხე, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1969 წელს. სხვადასხვა წლებში მუშაობდა სართიჭალის საშუალო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, საქართველოს რესპუბლიკის საბავშვო ბიბლიოთეკაში მთავარ ბიბლიოთეკარ-მეთოდისტად, ნინო ნაკაშიძის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილედ, საქართველოს მწერალთა კავშირის მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგიის რედაქციის გამგის მოადგილედ, საქალაქო სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორად, ლადო ასათიანის სახელობის რესპუბლიკური საბავშვო ბიბლიოთეკის დირექტორად. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1958 წელს. იგი ავტორია ლიტერატურული კრებულებისა: "იმედის კონები" "ლექსები", "გზა და ოცნება". წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 106-107 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |