Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგი ჯიქია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ონოღია, მარტვილის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი ენათმეცნიერების სპეციალობით. 1936 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა კათედრის გამგე და ყველა თურქოლოგიური დისციპლინის საუნივერსიტეტო კურსის პირველი ლექტორი; 1945-1953წწ. აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის პირველი დეკანი; 1960 წლიდან გარდაცვალებამდე გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თურქოლოგიის განყოფილების გამგე. მისი სამეცნიერო მოღვაწეობა მრავალმხრივი იყო: თურქული ფილოლოგია, თურქული ენების დიალექტოლოგია, თურქული ენის ისტორია, თურქულ-ქართული ენობრივი კონტაქტები, თურქული დოკუმენტებისა და ისტორიული წყაროების პუბლიკაცია. იგი არის 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი ფუნდამენტური ნაშრომია გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის პუბლიკაცია. დიდი ამაგი დასდო მან ქართულ-თურქული და თურქულ-ქართული ლექსიკონების შედგენა-რედაქტირებას, აზერბაიჯანული სკოლებისათვის ქართული ენის სახელმძღვანელოების შედგენას. იგი თურქული ქრესტომათიების ავტორია. თურქოლოგი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.- თბ., 1987.- გვ.568 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |