The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კალისტრატე ცინცაძე (კათოლიკოს-პატრიარქი)

კალისტრატე ცინცაძე
Date of birth:24 April, 1866
Date of death:2 February, 1952  (at 85 years)
Burial location:სიონის საკათედრო ტაძარი, თბილისი
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ტობანიერი, ვანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1888 წელს, ხოლო 1892 - კიევის სასულიერო აკადემია.

1893 წელს მღვდლად ეკურთხა და დაინიშნა დიდუბის ეკლესიაში. 1903 წელს გადაიყვანეს ქაშვეთის ეკლესიაში. 1909 წლიდან არის დეკანოზი, 1925-იდან მიტროპოლიტი, იმავე წლიდან - ნინოწმინდელი ეპისკოპოსი, 1927-იდან მანგლელი. 1932 წლის 21 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-6 კრებაზე იგი არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად (1932-1952). 24 ივნისს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი აღსაყდრება. იგი აქტიურად იბრძოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. ამ საკითხს მიუძღვნა წიგნი: "ქართული ეკლესიის ავტოკეფალია" (1905, რუსულ ენაზე). აქვს ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის მნიშვნელოვანი გამოკვლევები და წერილები. ღვთის მეტყველების კანდიდატი (1892).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.-თბ.,1980.-გვ.336

Member of Organizations

  • სსრკ მშვიდობის დაცვის კომიტეტი, წევრი (1948-1952)

Bibliography


Share: