The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ნატროშვილი

გიორგი ნატროშვილი
Date of birth:23 November, 1910
Date of death:21 June, 1998  (at 87 years)
Burial location:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Literary scholar, Explorer, Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო მაჩხაანი, სიღნაღის მაზრა (ახ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1933 წელს.

1930 წლიდან მუშაობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. 1943-1963წწ. იყო "ლიტერატურული გაზეთის"; 1963-1973წწ. - ჟურნალ "დროშის" მთავარი რედაქტორი; 1973-1982წწ. - ჟურნალ "მნათობის" მთავარი რედაქტორი"; 1982 წლიდან - გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი. ლიტერატურული მოღვაწეობა 1930-იანი წლებიდან დაიწყო. პირველი წიგნი "დავით კლდიაშვილის შემოქმედება" 1934 წელს გამოსცა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილემ სამხედრო მოთხრობათა პირველი კრებული "დასავლეთის ფრონტზე" 1943 წელს გამოაქვეყნა. მოთხრობების მომდევნო კრებულებმა ("ისევ გაზაფხული იყო", 1957; "უდარდელი კაცის სიკვდილი", 1961) მას ქართული პროზის გამოჩენილი ოსტატის სახელი მოუხვეჭა. მასვე ეკუთვნის ლიტერატურულ-კრიტიკული ნაშრომების კრებულები "წინაპრები და თანამედროვენი" (1961), "ორი საუკუნის მიჯნაზე" (1963) და სხვ. მას თვალსაჩინო წვილი მიუძღვის ქართული ლიტერატურის კრიტიკასა და ლიტერატურათმცოდნეობაში. მისი ნიაშრომები ეხება ქართული ლიტერატურის განვითარების ძირეულ პრობლემებს. მისი თხზულებები თარგმნილია რუსულ, სომხურ, აფხაზურ ენებზე. ქართველი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე. საქართველოს სსრ VIII, IX, X მოწვევის უმაღლესი საქბჭოს დეპუტატი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.7.-თბ., 1984.-გვ.329; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.347-351

Member of Organizations

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1934-)

Awards and Honors

  • შრომის წითელი დროშის ორდენი (3 ორდენი)
  • დიდი სამამულო ომის II ხარისხის ორდენი

Bibliography


Share: