The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოსებ მეგრელიძე

იოსებ მეგრელიძე
Date of birth:9 April, 1909
Date of death:29 January, 1996  (at 86 years)
Burial location:საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Scientist, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1931 წელს.

1926-1927 წწ. მუშაობს მასწავლებლად კახის 5 წლიანი ქალთა სკოლაში (აზერბაიჯანის სსრ, საინგილო); 1928-1931 წწ. სტუდენტოპის პერიოდში გურიასა და აჭარაში აგროვებდა ენათმეცნიერულ, ფოლკლორულ და ეთნოგრაფიულ მასალებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს ჩააბარა; 1931-1935 წწ. სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ენისა და აზროვნების ინსტიტუტის (ლენინგრადი) ასპირანტია; 1932 წ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიციაში ფონოგრაფით ლილვაკებზე ჩაიწერა გურული ხალხური სიმღერები, რომლებიც დაცულია ამავე აკადემიის ფოლკლორულ და მეცნიერის პირად არქივში; ხელმძღვანელობდა დაღესტნის ენათმეცნიერული ექსპედიციის დიდოურ ჯგუფს (1933); აკად. ი. ორბელთან (თავმჯდომარე) ერთად დააარსა კავკასიისმცოდნეობის ასოციაცია (1934); იყო ამავე ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე; 1935 წ. 28 ივლისს ლენინგრადში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "Мегрельский и лазский слои в гурийском"; 1935-1939 წწ. სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ენისა და აზროვნების ინსტიტუტის უმცროსი და შემდეგ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია; 1936-1937 წწ. რუსთაველის პირველი იუბილეს მდივანია (თავმჯდომარე ალ. სვანიძე) საბჭოთა კავშირის მასშტაბით. განახორციელა საიუბილეო გამოცემები და ესწრებოდა საიუბილეო საღამოებს საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებში; 1938 წ. მიენიჭა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის პრემია წიგნისთვის "Пособие для авторов и наборщиков восточных шрифтов". - М.-Л.: Изд-во. АН СССР, 1938. - 32 с. Соавтор : Ю. Н. Марр; დიდოეთის ენათმეცნიერულ-ფოლკლორულ ექსპედიციაში აღმოაჩინა ძვ. წ. II-I ათასწლეულის ბრინჯაოს 52 ნივთი და გადასცა გორის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს (1939); 1939-1942 წწ. ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დოცენტია. ამავე ინსტიტუტში ხელმძღვანელობს ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენების კათედრას. მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის კაბინეტის ხელმძღვანელად; შეთავსებით მუშაობდა გორის, სტალინირისა და სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტების დოცენტად; 1940 წ. მიენიჭა დოცენტის წოდება; 1942-1947 წწ. ე.წ. თავისუფალი გადასახლებით იმყოფება ყაზახეთში, სადაც მუშაობს კოკჩეტავის ოლქის ჩკალოვოს რაიონის განათლების განყოფილების ინსპექტორად და საშუალო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის, სსრ კავშირის ისტორიის, გეოგრაფიისა და კონსტიტუციის მასწავლებლად; 1947 წ. ბრუნდება თბილისში და აგრძელებს პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1947-1959 წწ. ენათმეცნიერებისა და ლიტერატურის დარგში კითხულობს ლექციებს გორის, ცხინვალის, თბილისის პუშკინის სახ. პედაგოგიურ და თეატრალურ ინსტიტუტებში, ქართულ და რუსულ კათედრებზე; 1959-1987 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია; 1960-1967 წწ. იყო ამავე ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების სამეცნიერო სერიის "რუსთველოლოგიურ ძიებათა" სწავლული მდივანი; 1961 წ. 7 ივლისს მოსკოვში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია "რუსთაველი და ფოლკლორი"; 1966 წ. მიენიჭა პროფესორის წოდება; 1969 წ. 15 აპრილს დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი და სპეციალური განათლების სამინისტროს საპატიო სიგელით, დაბადების 60 წლისთავის გამო და უმაღლეს სასწავლებლებში ნაყოფიერი და უმწიკვლო მოღვაწეობისთვის; 1977 წ. 22 ოქტომბერს სოფ. ქვენობანში ი. მეგრელიძის ინიციატივით გაიხსნა მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმი; 1978 წ. მარტ-აპრილში სსრკ მწერალთა კავშირის მოსკოვის მ. გორკის სახ. ლიტერატურის ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს ქართული და კავკასიური ფოლკლორის საკითხებზე და მთარგმნელობითი კათედრის ასპირანტებს კონსულტაციებს უწევდა მთარგმნელობით საკითხებთან დაკავშირებით; 1979 წლის 28 მაისს დაბადებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებით დაჯილდოვდა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს საპატიო სიგელით, სტუდენტ-ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში თვალსაჩინო დამსახურებისთვის; 1979 წლის 6 დეკემბერს დაჯილდოვდა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს საპატიო სიგელით ნაყოფიერი და ხანგრძლივი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის; მისი ინიციატივით ჩოხატაურში გაიხსნა ნიკო მარის სახლმუზეუმი და უსასყიდლოდ გადასცა მეცნიერის მემორიალური ნივთები (1985); 1987 წ. გარდაცვალებამდე რჩება ინსტიტუტის კონსულტანტად, სამეცნიერო საბჭოსა და საკვალიფიკაციო საბჭოს წევრად; 1989 წ. 26 ოქტომბრის აჭარის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით დაჯილდოვდა საპატიო სიგელით აჭარის დიალექტოლოგიური, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული, ისტორიულ სიძველეთა მეცნიერულ კვლევაში და მეცნიერული კადრების მომზადებაში დამსახურებისთვის; 1990 წ. 31 აგვისტოს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, დაჯილდოვდა საპატიო სიგელით სამეცნიერო-პედაგოგიურ სარბიელზე ხანგრძლივი ნაყოფიერი მუშაობისთვის; 1992 წ. 23-25 ივნისს, მაიკოპში ჩატარებულ ევროპის VI კავკასიოლოგთა საზოგადოების კოლოქვიუმმა ი. მეგრელიძე აღიარა კავკასიოლოგიის პატრიარქად; ი. მეგრელიძე შევიდა ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტის მიერ გამოცემულ მსოფლიო 500 მეცნიერთა სიაში (1999). 1999 წლის 20 ოქტომბერს საცხოვრებელ სახლთან გაიხსნა ი. მეგრელიძის მემორიალური დაფა. ცნობილი ხელოვნებათმცოდნის ნინო შვანგირაძის მეუღლე.

წყარო: იოსებ მეგრელიძე (1909-1996) = Ioseb Megrelidze (1909-1996) : ბიობიბლიოგრაფია / ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწ. უნ-ტი, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა; შემდგენელი: ია დუდუჩავა, გუბაზ მეგრელიძე.-თბ.,2017.-გვ.33-37 (dspace.gela.org.ge); ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა: bolshevizmi2.blogspot.com

Awards and Honors

  • 1995 - ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია
    ლიტერატურათმცოდნეობის დარგში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის
  • 1993 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
    იაკობ გოგებაშვილი და ახალი ქართული ენა : სახელმძღვანელოები, გრამატიკის საკითხები / იოსებ მეგრელიძე.-თბილისი : განათლება, 1988.-234გვ.
  • 1983 - შრომის ვეტერანის მედალი
  • 1982 - ჩოხატაურის რაიონის საპატიო მოქალაქე
    ქვეყნის ეკონომიკისა და კულტურის შემდგომი აღმავლობის საქმეში აქტიური მონაწილეობისთვის
  • 1981 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
    ქართულ ფილოლოგიურ და ისტორიულ მეცნიერებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, ფილოლოგთა ახალგაზრდა კადრების აღზრდაში დამსახურებისთვის
  • 1980 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
    ხანგრძლივი, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისა და სამეცნიერო კადრების მომზადებაში დამსახურებისთვის

Bibliography


Share: