Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ კოტეტიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დიდი თონეთი, თეთრიწყაროს რაიონი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1911 წელს, პეტერბურგის ფსიქო-ნერვოლოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკის ფაკულტეტი 1914 წელს, 1918 წელს დაამთავრა ლერპტის (ტარტუს) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1928 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1919-1926წწ. იყო მასწავლებელი თბილისის სკოლებში. 1926 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ფოლკლორს, ხოლო 1929 წლიდან მისი ინიციატივით შემოღებულ პოეტიკის კურსს, ასევე ქანდაკების თეორიისა და ისტორიის კურსს. მან მიაკვლია ქართული ფოლკლორის უძველეს მითოლოგიურ ძირებს; სოციალურ-ისტორიულ გარემოებათა გათვალისწინებით დაათარიღა ზეპირსიტყვიერების ცალკეული ნიმუშები.1933 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილე. მისი პირველი ლიტერატურული წერილი - "საზოგადოებრივი მოტივები არჩილ მეფისა და დავით გურამიშვილის შემოქმედებაში" - გამოქვეყნდა 1921 წელს "სახალხო გაზეთში". საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი. წყარო: radiotavisupleba.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 188 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |