The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირინე ტალიაშვილი

ირინე ტალიაშვილი
Date of birth:22 December, 1946  (78 years)
Category:Writer, Politician, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: სიღნაღის რაიონი, სოფელი ძველი ანაგა. 

დაამთავრა თბილისის ა.ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1969 წელს. შემდეგ დაამთავრა ლენინგრადის მუსიკის, თეატრისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს კომიტეტში ასისტენტად, ხოლო შემდეგ - რეჟისორად 1985 წლამდე; 1990-1991წწ. საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი; ხელი აქვს მოწერილი საქრთველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე 1991 წლის 9 აპრილი); მისი პირველი მოთხრობები გამოქვეყნდა 1974 წელს გაზეთებში: "ნორჩი ლენინელი" და "ახალგაზრდა კომუნისტი", ჟურნალებში: "დილა" და "პიონერი". მისი პირველი წიგნები: "ბავშვებს მარტოობის ეშინიათ", "გალიაში იფთირია", "აქილევსის დაბრუნება" გამოვიდა 1982 წელს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.320

Member of Organizations

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს კულტურის, განათლების და მეცნიერების კომისია, მდივანი (1990-1991)

Bibliography


Share: